პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათი აზრით, მომდევნო ოთხი კვირა განსაზღვრავს რუსეთის ომის საბოლოო შედეგს უკრაინაში, გრძელვადიანი შედეგებით, რაც გავლენას მოახდენს ევროპის რუკაზე მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, თუ რუსეთი შეძლებს აღმოსავლეთისკენ გარღვევას, ოფიციალური პირების თქმით, პუტინს ექნება მეტი შანსი რუსეთში წარმოაჩინოს თავისი ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", როგორც შეზღუდული წარმატება და განაცხადოს, რომ მან უზრუნველყო უკრაინის პრორუსული უმცირესობის დაცვა.
თუ უკრაინულ სამხედროები შეძლებენ შეაჩერონ რუსეთის შეტევა დონბასში, ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის პრეზიდენტი რთული არჩევანის წინაშე დადგება: მეტი საბრძოლო ძალა მიაწოდოს ომს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში, ან სერიოზულად მოაწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.
პირველი ვარიანტი შეიძლება ნიშნავდეს სრულ ეროვნულ მობილიზაციას და პოლიტიკურად სარისკოა კრემლის ხელმძღვანელისთვის, ამბობენ ოფიციალური პირები.
ამასთან, პენტაგონს მიაჩნია, რომ სწორი იარაღით და მაღალი მორალისა და მოტივაციის შენარჩუნებით, უკრაინულ ძალებს შეუძლიათ არა მხოლოდ შეაჩერონ რუსეთის წინსვლა, არამედ უკან დააბრუნონ, განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა გააძლიერეს საომარი მოქმედებები დონეცკისა და ტაურიდის მიმართულებით.