პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო.
„ეს ძალიან კარგად აჩვენებს, თუ როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს. მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ. ვიტოვებთ მშვიდობის იმედს, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს", – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
"დახმარებისთვის პარტნიორების მადლობელი ვარ და მოვუწოდებ უკრაინაში იარაღის მიწოდების კიდევ უფრო დაჩქარებისკენ, რათა მშვიდობის მოახლოება შევძლოთ. ჩვენი ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით ოკუპანტები აგრძელებენ ყველაფრის კეთებას, რათა ჰქონდეთ მიზეზი ისაუბრონ რაიმე გამარჯვებაზე მაინც. ისინი ძალებს ზრდიან, ბატალიონის ახალ ტაქტიკურ ჯგუფებს ჩვენს მიწაზე აგზავნიან. უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ მობილიზაციის დაწყებასაც კი ცდილობენ.
სამწუხაროდ, რუსეთმა სააღდგომო ზავთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე უარი თქვა. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულთან. თუმცა იმედს ვიტოვებთ მშვიდობის, იმედს ვიტოვებთ იმისა, რომ სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.