მედია: აშშ-დან უკრაინაში ახალი სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა

სამხედრო ტექნიკა

აშშ-დან უკრაინაში 800 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები პირველად დათანხმდა კიევს მძლავრი იარაღით, მათ შორის 11 Mi-17 ვერტმფრენით, 18 Howitzer 155 მმ-იანი ქვემეხით და კიდევ 300 Switchblade-ით მომარაგებას.

15 აპრილს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ იარაღისა და აღჭურვილობის პირველი პარტია უკრაინაში უახლოეს 24 საათში უნდა ჩასულიყო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ვაშინგტონი დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს 800 მილიონი დოლარის ოდენობით.