პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
17 თებერვალს უკრაინელმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, სეპარატისტების მიერ არტილერიით და ნაღმმტყორცნებით განხორციელებულმა დაბომბვამ, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი დააზიანა, ორი კერძო სახლი კი დაანგრია.
უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, სეპარატისტებმა 43 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოყენეს.
ამასთან, 18 თებერვლის დილას სეპარტისტებმა ექვსჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მათ შორის ოთხჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინის არმია შეტევითი ოპერაციისთვის არ ემზადება და უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.
ნახეთ ვიდეო - ლუგანსკის რეგიონში საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს