პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება და აცხადებს, რომ უკრაინის არმია არანაირი შეტევითი ოპერაციისთვის არ ემზადება.
ის ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.
„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები სტაბილურად იცავს მინსკის შეთანხმებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და არ გეგმავს შეტევით ოპერაციებს ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას.
მოწინააღმდეგემ მიზანმიმართული იერიში მიიტანა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ამავდროულად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით, რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ“, - აცხადებს ზალუჟნი.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 50-ჯერ დაარღვიეს, დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საბავშვო ბაღი დასახლება სტანიცა ლუგანსკაში.