უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
ვრცელდება უკრაინელი მებრძოლი ევგენი ისაევის და პატარა უკრაინელი გოგონას ემოციური ისტორია, როცა ის საომარი მოქმედებების ზონიდან სამშვიდობოს გაჰყავდა. ამბავს სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.
„დღეს პატარა გოგონა გამომყავს ხელში აყვანილი, საბრძოლო ზონიდან. უკან აფეთქებების და სროლის ხმებია.
ცრემლიანი გოგონა თავისი პატარა ხელებით ჩამეჭიდა, მაგრად მომიჭირა და მანტრასავით იმეორებს:
– მე შენ მიყვარხარ უკრაინელო ჯარისკაცო. ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ხელებში მიჭირავს და მასთან ერთად გავრბივარ.
და ისე გავრბივარ, რომ 2014 წლიდან ჩემი ფეხის ტრავმაც კი დამავიწყდა.
გოგონა ტირის და იმეორებს... ტირის და იმეორებს.
– მე შენ მიყვარხარ, უკრაინელო ჯარისკაცო!
აი, რატომ მოვიგებთ ამ ომს!“
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211