უკრაინული მედია: რუსეთმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი ბოლო ერთ დღეში 50-ჯერ დაბომბა

ხარკოვი

რუსეთმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი ბოლო ერთ დღეში რაკეტებით და არტილერიით 50-ჯერ დაბომბა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები აქტიურ შეტევით მოქმედებებს ვერ ახორციელებენ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას ბომბავენ. ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან უკრაინის ქალაქ იზიუმის წინააღმდეგ სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად თვითმფრინავმა უკან დაიხია და საპირისპირო კურსი აიღო.