მართლა გინდა, სააკაშვილის მსგავსად, დარჩენილი დრო შიშისგან ჰალსტუხის ღეჭვაში გაატარო? - კადიროვი ზელენსკის

კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის მიმართავს კითხვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, მართლა უნდა თუ არა, რომ დარჩენილი დრო შიშისგან ჰალსტუხის ღეჭვაში გაატაროს? - კადიროვის მიმართვა Telegram არხზე გავრცელდა.

მისი თქმით, "კანონის თანახმად, უკრაინისთვის პრეზიდენტი არა ზელენსკი, არამედ ვიქტორ იანუკოვიჩია". კადიროვის მტკიცებით, ზელენსკიმ უკრაინა დატოვა.

"არ არის გვიანი, რომ სახე შეინარჩუნო და ღირსეულად განვლო დარჩენილი ცხოვრება. ნუ შეურაცხყოფ ხალხს. დაბრუნდი, ვოლოდიმირ! მართლა გინდა, აირჩიო სააკაშვილის გზა და დარჩენილი დრო შიშისგან ჰალსტუხის ღეჭვაში გაატარო? არ არის საუკეთესო ვარიანტი",- წერს ის.