ოჩაკოვოში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოაგდეს

თვითმფრინავი

ნიკოლაევის ოლქში, ოჩაკოვოში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს და პილოტები ტყვედ აიყვანეს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ოჩაკოვოში, ნიკოლაივის ოლქში, რუსული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავია ჩამოგდებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების შტაბი სოციალურ ქსელში Facebook-ზე ადასტურებს. 

"რუსეთის ფედერაცია უკვე რამდენიმე დღეა, ცდილობს ქალაქი ოჩაკოვი გაანადგუროს, მათ შორის მუდმივი საჰაერო იერიშებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებით, მაგრამ უკრაინა თავს გაბედულად იცავს.

ასე რომ, დღეს, 5 მარტს, მორიგი საჰაერო თავდასხმის დროს, ერთ-ერთმა ჩვენმა სამხედრო მეზღვაურმა რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავი, კერძოდ სუ-25 ჩამოაგდო, პილოტები კი ტყვედ აიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი ბოლო რეისზე აფრინდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ საკიში (ნოვოფედოროვკა) 2014 წელს ჩამორთმეული აეროდრომიდან.