მარიუპოლთან 30-მეტრიანი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

მარიუპოლი

ქალაქ მარიუპოლთან ახალი, 30-მეტრიანი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია მარიუპოლის მერზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თქვეს, რომ დღეს მანგუშთან ოკუპანტებმა გათხარეს მასობრივი საფლავი და ცხედრები სატვირთო მანქანებით მოიტანეს”, – თქვა ბოიჩენკომ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში განვითარებული მოვლენები არა ომი, არამედ მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული ტერორისტული ოპერაციაა.

ზელენსკის თქმით, ქალაქის 95% განადგურებულია, მარიუპოლიდან ბევრი ადამიანი გაუჩინარდა, მათ შორის კი 5 000 ბავშვია.