წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დეტექტივს, რომლის ტყვიამ წყნეთში 30 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატირმობის გამოყენებას მოითხოვდა. მათი თქმით, ბრალდებულს მძიმე კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხებზე საუბრობდა.
დაცვის მხარის თქმით, ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და სამოსი, რომელიც შემთხვევის დროს ეცვა, პოლიციას გადასცა. ადვოკატის შეფასებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ან მტკიცებულებების გაყალბების საფრთხე არ არსებობს.
დღევანდელ პროცესზე თავად ბრალდებულმაც ისარგებლა სიტყვით და აღნიშნა, რომ ის მომხდარის გამო წუხსს და ვერაფერს შეცვლის.
"სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი ამ მძიმე მარხვაში. ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ვერაფერს ვერ შევცვლი",- განაცხადა წურწუმიამ.
ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.