მარიუპოლში თითოეული სახლის ნანგრევებში, დაახლოებით, 80-100 ცხედარი იპოვეს – მერის მრჩეველი

უკრაინა

ქალაქის გაწმენდისას თითოეული შენობის ნანგრევებში, დაახლოებით, 80-100 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო მოხალისეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ის კვლავ ქალაქში იმყოფება და, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ანდრიუშენკოს ცნობით, ის ნანგრევების გაწმენდის სამუშაოებში ოკუპანტების ზეწოლის გამო და ოჯახის გამოკვების მიზნით ჩაერთო

„დამპყრობლების ზეწოლის გამო და ოჯახის გამოკვების მიზნით, ერთი კვირის წინ კაცი ქალაქ მარიუპოლის ნანგრევებისგან გასათავისუფლებლად მოხალისედ  წავიდა. მან მხოლოდ რამდენიმე დღე გაძლო.

ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ, ცუდად ხდებოდნენ, ღებინება ეწყებოდათ და ისტერიკაში ვარდებოდნენ, რადგან ნანგრევების ქვეშ ბევრ ცხედარსა და ადამიანის სხეულის დანაწევრებულ ფრაგმენტებს პოულობდნენ“,- ამბობს მერის მრჩეველი.