აფეთქებები, ცხედრები, მგლოვიარე მსახიობები - ინსცენირებული თავდასხმები, როგორც ჰიბრიდული ტაქტიკის ნაწილი

უკრაინა

აფეთქებები, ცხედრები, დასავლეთის სამხედრო ტექნიკა და მგლოვიარე მსახიობები - ინსცენირებული თავდსახმები იმ რუსული ჰიბრიდული ტაქტიკის ნაწილია, რომელსაც შეერთებული შტატების განცახდებით,კრემლი უკრაინაში შეჭრისთვის გამოიყენებს.

ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ პროპაგანდისტული ვიდეოს მომზადება და იმიტირებული თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან რუსულენოვან მოსახლეობაზე მოხდება, რისთვისაც კრემლი უკრაინელი სამხედროების ან დაზვერვის ძალების გამოყენებას გეგმავს.

მოსკოვი ვაშინგტონის ბრალდებას ბრალდებით პასუხობს და შეერთებულ შტატებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
 
უკრაინაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია შეერთებული შტატების დაზვერვისგანმიიღეს. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის მხრიდან პროვოკაციას არ გამორიცხავს.

ყველა სცენარს ამუშავებს კრემლიც, დღეს ვლადიმერ პუტინი პანდემიის შემდეგ პირველად პეკინში ჩავიდა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა პეკინში გაჟღერებულ განცხადებებს მოყვა, რომლის მიხედვითაც უკრაინის კრიზისში ჩინეთი მხარს რუსეთს უჭერს. პუტინის ჩინეთში ყოფნის დროს კრემლის ვებგვერდზე რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვი და პეკინი ნატოს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან, შეერთებული შტატები კი ჩინეთს აფრთხილებს.

ურთიერთბრალდების პარარელურად, დასავლეთი ცდილობს რუსეთთან დიალოგი შეინარჩუნოს. ცნობილია, რომ მომდევნო კვირას კიევში საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ჩავლენ. უკრაინის შემდეგ კი, მაკრონი და შოლციმოლპარაკებებს უკვე ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართავენ.