დავით მენაბდიშვილისა და ნიკოლოზ შანავას ცხედრები კიევში გადაასვენეს

menab

ქართველი მებრძოლების ცხედრები კიევში გადაასვენეს. 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა იზიუმში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლნენ. ცხედრები კიევის წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

„ვიყავით 12-კაციანი ქართული ქვედანაყოფი სპეცოპერაციაზე ჩვენი მეთაურის გოჩა ხორავას მეთაურობით, მოგვიწია მტერთან პირდაპირი კონტაქტური ცეცხლით შებრძოლება, რა დროსაც ვერ გაგვიმკლავდნენ და გამოიყენეს მძიმე არტილერია. ამ დროს დაიღუპნენ ის ჩვენი ქართველი მეომრები,“ - აცხადებს ქართველი მებრძოლი რატი შურღაია.

აზოვის პოლკის მეთაურის დენის პროკოპენკოს განცხადებით, ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა. თუ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს რუსმა ოკუპანტებმა.

​„ოკუპანტებმა მარიუპოლში სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ნივთიერებით მოწამლეს ადამიანები, რადგან სრულ ბლოკადაში ვართ, რუსები კი თავიანთი დანაშაულის კვალს შლიან. იმის მიუხედავად, რომ რუსებმა მარიუპოლში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ყველამ მხოლოდ ქიმიური თავდასხმის შემდეგ დაიწყო მარიუპოლზე საუბარი, თუმცა ქალაქს ყოველდღიურად ესხმიან თავს საჰაერო და საზღვაო ძალები, ისევე როგორც ფოსფორის ბომბები,“ - ამბობს დენის პროკოპენკო.