პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარიუპოლში რუსმა დამპყრობლებმა საშუალო სკოლა გახსნეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა განაცხადა.
ოკუპანტებმა მშობლები აიძულეს, შენობიდან ნაგავი გაეტანათ და ფანჯრები ფოლგით გადაეფარათ.
„ფაქტობრივად, სხვადასხვა ასაკის 9 კლასი ჩაირიცხა. თითოში 35-45 ბავშვით. კლასები პატარაა, ბავშვებისთვის საკვები არ არის, ელექტროენერგია ერთი გენერატორიდან მიეწოდება, ასე რომ ეს არის განათლება ყოველგვარი კომპიუტერული აღჭურვილობის გარეშე. სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე: ენა/ლიტერატურა/მათემატიკა“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
მისი თქმით, სკოლის კურსდამთავრებულებს ჰპირდებიან დიპლომებს ეგრეთ წოდებული "DPR"-ისგან და სთავაზობენ მიღებას რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში.
„საბჭოთა კავშირი მარიუპოლს შუა საუკუნეებისა და ტოტალიტარიზმის ყველა ნათელ ფერებში დაბრუნდა. ერთადერთი რაც აკლია არის მარიუპოლის ჟდანოვის სახელის გადარქმევა", - აღნიშნა მერის მრჩეველმა.
შეგახსენებთ, რომ ხერსონში დამპყრობლები მარიუპოლის მცხოვრებლებს ეძებენ, რათა სახლში დააბრუნონ.