დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, რინატ ახმეტოვი უზარმაზარი ზარალის გამო, რომელიც მას მარიუპოლში ფოლადის ქარხნების დაბომბვის შედეგად მიადგა, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას გეგმავს. ზარალის დაახლოებითი მოცულობა $17 მილიარდიდან $20 მილიარდამდეა. ამის შესახებ Forbes Georgia წერს.
ახმეტოვის მფლობელობაში არსებული ქარხანა „აზოვსტალი“, რომელსაც რუსული დაბომბვის შედეგად დიდი ზიანი მიადგა, სამხრეთით საპორტო ქალაქში თავდაცვის უკანასკნელ ბასტიონად იქცა. მარიუპოლის დაბომბვისას ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდა „ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატი“. უკრაინაში ფოლადის უმსხვილესი საწარმო Metinvest-ის მფლობელის, რინატ ახმეტოვის განცხადებით, რუსეთს აუცილებლად უჩივლებენ და ზარალისთვის შესაბამის კომპენსაციასაც მოსთხოვენ.
ზუსტი თანხა რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში დადგინდება. აღსანიშნავია, რომ მილიარდერის ბიზნეს იმპერიას ზიანი 24 თებერვალს დაწყებულ ომამდეც, პრორუსი სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიების დაკავების შედეგად წამოწყებული 8-წლიანი ბრძოლის შედეგადაც მიადგა.