დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში განვითარებული მოვლენები არა ომი, არამედ მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული ტერორისტული ოპერაციაა.
ზელენსკის თქმით, ქალაქის 95% განადგურებულია, მარიუპოლიდან ბევრი ადამიანი გაუჩინარდა, მათ შორის კი 5 000 ბავშვია.
„დღეს უკრაინის არმიას არ შეუძლია მარიუპოლის განბლოკვა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა 120 კილომეტრის რადიუსში ჩვენს ჯარებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს. ყველაფერს ვაკეთებთ „აზოვსტალის" ქარხანაში გამოკეტილი უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად. ჩვენ არ ვიცით კიდევ რამდენი ხანი შეძლებენ ისინი იქ ყოფნას. მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები და მოხუცები ალყაში არიან მოქცეული.
ეს ვითარება არ ჰგავს ომს, არამედ რუსების მხრიდან მიზანმიმართულ ტერორისტულ ოპერაციას მარიუპოლისა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ. ქალაქის 95% განადგურებულია. ბევრი ადამიანი ქალაქიდან გაუჩინარდა, მათ შორის 5 000-მდე ბავშვი, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იძულებით გადაიყვანეს.
არ ფუნქციონირებს ჰუმანიტარული დერეფნები, რუსეთის ფედერაცია ხალხს ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს. ქალაქში უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფაა. ჰუმანიტარული დახმარება მოსახლეობამდე ვერ აღწევს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.