მე დღეს ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ - მერცი

მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარასკევს განაცხადა, რომ ის აღარ მისცემდა ახალგაზრდებს რეკომენდაციას, სამუშაოდ ან სასწავლებლად აშშ-ში გადასულიყვნენ. მიზეზად მან ამერიკაში არსებული „სოციალური კლიმატის“ გაუარესება დაასახელა.

„მე დღეს ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ“, - აღნიშნა კანცლერმა.

კანცლერმა განმარტა, რომ აშშ-ში „მოულოდნელად შექმნილი სოციალური კლიმატი“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და აღნიშნა, რომ „ამერიკაში საუკეთესო განათლების მქონე ადამიანებსაც კი უჭირთ სამუშაოს პოვნა“.

„მე ამერიკის დიდი თაყვანისმცემელი ვარ“, - დასძინა მერცმა. - „მაგრამ ამჟამად ჩემი აღფრთოვანება სულაც არ იზრდება“.