ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდებ

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება.

რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რუსეთის მიმართ ღია მტრულ პოლიტიკას ატარებს და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს დასავლეთის მოსაწონად.

ლავროვის მტკიცებით, ამის ნათელი მაგალითია, რომ სანდუ ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებაზე ოცნებობს.

„დასავლეთმა მოახერხა, სპეციფიკური მეთოდებით, რომლებიც შორსაა დემოკრატიულისგან, დაეყენებინა მოლდოვაში პრეზიდენტი, რომელიც გარბის ნატო-ში, მას აქვს მოლდოვის მოქალაქეობა და მზადაა, მოლდოვასთან გაერთიანდეს და ზოგადად მზად არის პრაქტიკულად ყველაფრისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთი ცდილობს იქ საკუთარი ზეგავლენის დამყარებას, თუმცა საპასუხოდ ჯერ ვერაფერს იღებს.