1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტს მიხეილ სააკაშვილზე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
„ტვიტერის” ქართველი მომხმარებლები უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე 2003-2012 წლებში მოკლული და ნაწამები პირების ფოტოებს აქვეყნებენ. ზელენსკის პოსტზე სისტემის სხვა მსხვერპლების ფოტოებთან ერთად, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის ფოტოებიც დევს, რომელთა საქმეზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდადებულია.
„თქვენ დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი ხართ. სააკაშვილი კომიკოსია, ხოლო წამების მსხვერპლი ფოტოებზე ნაჩვენები ხალხო იყო,”- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ზელენსკის პოსტზე.
ზელენსკის ტვიტზე მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო კომენტარების დიდი ნაწილი სავარაუდოდ ზელენსკის ტვიტერის გვერდის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, “ტვიტერში” მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას ნელ-ნელა კლავენ.