ლატვია რუსეთში დევნილი ჟურნალისტების მისაღებად მზად არის

რუსი ჟურნალისტი

ლატვია რუსეთში დევნილი ჟურნალისტების მისაღებად მზად არის. ამის შესახებ  Twitter-ზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს ლინკევიჩუსმა დაწერა. 

„მაშინ, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ხურავს და სრულ ცენზურას აწესებს, ვადასტურებ ლატვიის მზადყოფნას უმასპინძლოს რუსეთში დევნილ ჟურნალისტებს და მათ ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს. რუსულმა საზოგადოებამ - რუსეთში და მთელს მსოფლიოში - სანდო და ობიექტური ინფორმაცია უნდა მიიღოს“, - წერს ლინკევიჩუსი.