პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკვე მე-12 დღეა რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი. რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამჯერად ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი ეხმაურებიან. ცოლ-ქმარმა „ინსტაგრამზე“ საკმაოდ ვრცელი პოსტები გაავრცელა. ისინი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ღიად აპროტესტებენ.
აგუტინი ამბობს, რომ მას ხელში ავტომატიც სჭერია და სამშობლოს საზღვრებსა და მათ შორის უკრაინელებსაც იცავდა.
„ღმერთმა იცის, რომ მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვიყავი. წარსულშიც ვიყავი, აწმყოში ვარ და მომავალშიც ვიქნები. მე არ ვაპირებ პოლიტიკური ლოზუნგების წარმოთქმას. არ ვაპირებ სიტუაციის ანალიზს. ეს ყველაფერი წარსულშია. მე არაფერს ვითხოვ. გთხოვ, შეაჩერე ომი! ყოველი ახალი დღე ნიშნავს ჩვენი ბიჭების, უკრაინის მოქალაქეების სიკვდილს, ორივე მხრიდან მილიონობით ადამიანის დანგრეულ ბედს, მათ ტკივილს, წყენას, შიშს და დამცირებას. დიდი თამაშის ყველა მონაწილის პოლიტიკური ამბიციებისთვის სხვა გზა უნდა გამოინახოს. ამან ამოწურა თავი! უკვე დიდი ხანია…“ – წერს ლეონიდ ლეონიდ აგუტინი.
ვრცელი იყო ანჟელიკა ვარუმის მიმართვაც. სიტყვის ბოლოს მან აღნიშნა, რომ პოსტზე კომენტარებს გათიშავდა, რადგან ბრაზისა და აგრესიის გავრცელება თავიდან აერიდებინა.
„დიდ ხანს ვიყავი ჩუმად. მე უკვე დავტოვე ასაკი, როდესაც შეგიძლია მთელ მსოფლიოს უყვირო, რომ ომის წინააღმდეგი ხარ. ამჟამინდელ ამაზრზენ ვითარებაზე ქულების დაწერა და უმრავლესობის მოწონების გამოყენებას არ ვაპირებ. ვალდებული ვარ, გავაანალიზო, მხოლოდ იმიტომ მაინც, რომ ჩემი შვილები ცხოვრობდნენ ფართოდ გახელილი თვალებით და მათ არ იყენებდნენ საზარბაზნე ხორცად, რომლითაც ეკონომიკაში არსებული ხვრელების ამოვსებას ცდილობენ. განურჩევლად მიმდინარე მოვლენების შედეგისა, ჩვენ ნახტომებით მივდივართ პირდაპირ ჯოჯოხეთში! უფრო სწორედ, უნივერსალური სტანდარტებით ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ! ვინ არის დამნაშავე, შთამომავლები განსჯიან, თუ რა თქმა უნდა გადარჩებიან… ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩემი მოთხოვნაა ორივე ქვეყნის ლიდერების მიმართ დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის! შუამავლების გარეშე! ეს ჩვენი საქმეა! ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეა!“, – ნათქვამია ანჟელიკას პოსტში.