1737312489
კრემლის იმედები ჩინეთის დახმარებაზე დასავლური ფინანსური სისტემისგან იზოლაციის დაძლევაში, როგორც ჩანს, დაიმსხვრა - გონჩარენკო
„ჩინეთის ორმა უმსხვილესმა სახელმწიფო ბანკმა შეაჩერა რუსეთის ფედერაციაში საქონლის შესყიდვის ტრანზაქციების მომსახურება“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო წერს.
„კრემლის იმედები ჩინეთის დახმარებაზე დასავლური ფინანსური სისტემისგან იზოლაციის დაძლევაში, როგორც ჩანს, დაიმსხვრა.
ჩინეთის ორმა უმსხვილესმა სახელმწიფო ბანკმა შეაჩერა რუსეთის ფედერაციაში საქონლის შესყიდვის ტრანზაქციების მომსახურება, იუწყება Bloomberg სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით...
ჩინეთის ბანკმა ასევე შეზღუდა რუსული ნედლეულის შესყიდვების დაფინანსება საკუთარი რისკების მართვის გადაწყვეტილებით. Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ბანკი ელოდება დეტალურ რეკომენდაციებს ეროვნული მარეგულირებლისგან“, - წერს გონჩარენკო .