დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კრემლი ელოდება როდის მსოფლიო დაიღლება უკრაინით, უნდა ვაჩვენოთ, რომ მსოფლიო დაიღალა რუსული შანტაჟით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი TWITTER-ზე წერს.
„დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის თამაშები გადაკეთდა ქალაქების დაბომბვით, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილის საფრთხედ. კრემლი ელოდება როდის დაიღლება მსოფლიო უკრაინით, უნდა ვაჩვენოთ, რომ მსოფლიო დაიღალა რუსული შანტაჟით",- წერს პოდოლიაკი.
Unpunished Ru-evil is always growing. Electoral interference, political murders and chemical weapons – have transformed into bombing of cities, migration crisis, famine threat. Kremlin is waiting until the world "gets tired of 🇺🇦". Time to show: world is tired of 🇷🇺 blackmail.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) June 23, 2022