კრემლი აცხადებს, რომ დასავლეთის ურწმუნოების მიუხედავად, „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხე არსებობს

კრემლი

„უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, სჯერათ თუ არა ნატოს ქვეყნებს“, განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გამართულ კონფერენციაზე. ამის შესახებ CNN წერს. 

„მათი [ნატოს ქვეყნების] ურწმუნოება რუსული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხე აღარ არსებობს. მუქარა ნათელია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს..

„ეს ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის [სერგეი შოიგუს] კოლეგებს მოეხსენება. ახლა მათი გადასაწყვეტია დაიჯერებენ თუ არა“, - დასძინა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა თავის ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ  ცდილობდა უკრაინა ტერაქტის მომზადებაში დაედანაშაულებინა. შოიგუმ, სავარაუდოდ, „შეშფოთება გამოთქვა უკრაინის შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით „ბინძური ბომბის“ გამოყენებით.

რა არის „ბინძური ბომბი“

ბინძური ბომბი ან რადიაქტიური მასალის გამავრცელებელი მოწყობილობა (RDD) არის შესაძლო რადიოლოგიური იარაღი, რომელიც აერთიანებს რადიოაქტიურ მასალას ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან.

ბინძური ბომბი არ არის ბირთვული იარაღი, რომელიც ბირთვული ენერგიის გამოთავისუფლებით ქმნის აფეთქების ეფექტს, რომელიც ბევრად აღემატება გარემოსთვის მიყენებულ ზიანს, ვიდრე და ზიანი, რაც შეიძლება მიღწეული იყოს ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებით.