VIDEO: კრემლის კედელი მარადიული არ არის - უკრაინელები ბელარუსებს მიმართავენ

ლუკაშენკო და პუტინი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსებს მოუწოდეს, არ იბრძოლონ უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოუწოდეს ბელორუსის მოქალაქეებს, არ შეასრულონ სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებები უკრაინის წინააღმდეგ ომში შესვლის შესახებ და ომის დანაშაულებზე რუსეთთან ერთად არ გაიზიარონ პასუხისმგებლობა.

„თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსეთის აგრესიას, ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ ვუპასუხებთ ისევე მკაცრად, როგორც ვუპასუხებთ ყველა დამპყრობელს უკრაინის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ, არ დამარხოთ თქვენი ვაჟები, ქმრები, მამები, ძმები პუტინისა და ლუკაშენკოს ძალაუფლებისთვის. კედლები იშლება და კრემლის კედელი არ არის მარადიული. იმპერიები იშლება, ხალხი რჩება“, - აღნიშნულია უკრაინული ძალების განცხადებაში.