„ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა...“ - დეკემბრის თვის ამინდის პროგნოზი
1733380920
რამდენიმე წუთის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ, ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალებული 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი თქმით, GUR-ის აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და პოლიეთილენის ფირის რულონებში დამალეს, რომელთა საერთო წონა 22 ტონაზე მეტი იყო. ამის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, იგი გაგზავნეს ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებაში, სავარაუდოდ, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. 12 პირი, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულია, მათგან 8 დაკავებულია.
ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის საქმეში საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე და ბროკერი, მეტსახელად, "ლევანი მონაწილეობდნენ.
რუსული მხარის ვერსიით, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც გამვლელი მატარებლის საწვავის შვიდ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.