ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
კიევის კლასიკური ორკესტრი დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მაიდან ნეზალეჟნოსტიზე კონცერტს გამართავს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული.
ორკესტრი ამ ფორმით მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინელ ხალხს და მსოფლიო ლიდერებს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდებს.
ღონისძიებაში, კიევის ორკესტრის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ჰერმან მაკარენკო.
მუსიკოსები, სხვა ნამუშევრებთან ერთად, უკრაინისა და ევროპის ჰიმნებს შეასრულებენ. ღონისძიება უკრაინის ყველა ტელეარხზე, საერთო სიგნალით გადაიცემა.