კონტინენტების შეჯიბრი რუსეთის წინააღმდეგ - აშშ მეტი სანქციებისთვის, ევროპა კი მე-6 პაკეტის ამოქმედებისთვის ემზადება - რა ბედი ელის რუსულ ეკონომიკას, რომელიც მილებში მიედინება

droshebi

რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში ცივილიზებული სამყაროს პასუხი სანქციების ამოქმედებით მალევე ამოქმედდა. დღეს, ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტის ამოქმედების დამტკიცების პროცედურები დაიწყო.  

ბებერ ევროპაში ევროგაერთიანების ინიციატივას მოწინააღმდეგე უკვე გამოუჩნდა - უნგრეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს არ უჭერს. ევროკავშირის წინადადების წინააღმდეგ წასვლას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო ინტერესებით ხსნის და ამბობს, რომ ეს „უნგრეთის ეკონომიკისთვის შეუძლებელს გახდის საჭირო ნავთობის მოპოვებას.“

ცნობილი უცხოური გამოცემა წერს, რომ უნგრეთის წინააღმდეგობამ ბლოკის ძალისხმევას მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს.   

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ გასულ კვირას განაცხადა, რომ უნგრეთის ენერგომომარაგება ევროკავშირის მიერ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში „სრულიად განადგურდება“. რაც მისი თქმით, „უნგრეთის ეკონომიკისთვის შეუძლებელს გახდის საჭირო ნავთობის მოპოვებას.“

სიიარტომ ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების მეექვსე რაუნდის ფარგლებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსული ნავთობის იმპორტის ექვს თვეში, ხოლო წლის ბოლომდე ნავთობპროდუქტების სრული შეწყვეტა შესთავაზა.

ევროპის პარალელურად, უფრო მკაცრ სანქციებზე ოკეანის მიღმა, აშშ-შიც მსჯელობენ. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მეტი სანქციებისთვის უკვე მზადაა. 

ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ღიაა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისთვის მას შემდეგ, რაც ევროკავშირი სანქციების მე-6 რაუნდს გადალახავს.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მეტი სანქციებისთვის. მე ვაპირებ ამ კვირაში ვესაუბრო G7-ის წევრებს იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ ან რას არ გავაკეთებთ", - განუცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს აშშ-ს ეკონომიკაზე მსჯელობისას.