ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს. ინფორმაციას AP ავრცელებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან გათიშვა მოხდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ეტაპობრივად შეწყვიტონ ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო გადამუშავებული პროდუქტების - წლის ბოლომდე.
„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა მოხდეს, რითაც ჩვენს პარტნიორებს საშუალებას მივცემთ უზრუნველყონ მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გლობალურ ბაზრებზე გავლენა“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.