რუსეთის გაკოტრების გეგმა - ევროკავშირი რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვისთვის საქნციების მე-6 პაკეტის ამოქმედებისთვის ემზადება

sanctions

მომავალ კვირას ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შემოიღოს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, ევროპა უკვე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ გეგმაზე მუშაობს.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი შესაძლოა, მომავალ კვირაში ამოქმედდეს.


შეგახსენებთ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტში შედის პუნქტი რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ. ევროპა უკვე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ გეგმას ავითარებს, თუმცა საფრანგეთში არჩევნების დასრულებამდე ეს პუნქტი განხილვას არ ექვემდებარება. 

გარდა ევროპისა, შეერთებული შტატები ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას გეგმავს. ამჯერად, შემაკავებელი ზომები რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის კრიტიკული ზიანის მიყენებისკენ იქნება მიმართული.

ასევე, ევროპის სახელმწიფოები მალე მონაცემებს იმის შესახებ მიიღებენ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლით თუ ვინ ეხმარება და ყველა ასეთი ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება. 


რუსულ ეკონომიკაში ნავთობპროდუქტების წილი 

რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში გაზისა და ნავთობის სექტორზე მოდიოდა რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 15-19%. შედარებისთვის, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 8%-ია, კანადაში - 10%-მდე, ყაზახეთში - 13%, ნორვეგიაში - 14%, საუდის არაბეთში - 50%.

2022 წლის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი ისეა დაგეგმილი, რომ გაზისა და ნავთობის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა უნდა შეადგინოს საბიუჯეტო შემოსავლების 38,1%. 2023 და 2024 წლების ბიუჯეტის პროექტებში ეს წილი უმნიშვნელოდაა შემცირებული და 36% და 33%-ს შეადგენს.