„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ალექსანდრე ხუსკივაძე უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, მათ შორის ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა იზიუმი, სოლედარი და ბახმუტი.
33 წლის სამხედრო კიევში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ მას სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ სამხედრო აგრესიას 53 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.