წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
ირანმა კატარის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერს დაარტყა, - ინფორმაციას კატარის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანმა სამი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს, ხოლო ერთი კატარის ტერიტორიულ წყლებში მყოფ ნავთობტანკერს მოხვდა.
კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია Qatar Energy-მ განაცხადა, რომ ირანმა მათ მიერ დაქირავებულ ტანკერს Aqua 1-ს დაარტყა.
ირანის იერიშის შემდეგ ნავთობტანკერის ეკიპაჟის 21 წევრის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო მათ შორის არავინ დაშავებულა.