კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევის დაბომბვა

ხვალ უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა. 9 ივლისს ქალაქის ყველა შენობაზე დაშვებული იქნება დროშები, გაუქმდება გასართობი ღონისძიებები.

კიევის მცხოვრებლები პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული საჰაერო იერიშების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 28 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. საჰაერო იერიში განხორციელდა კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზეც.