მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დედაქალაქში საღამოს დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.
კიევის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა მოზარდი ბიჭი დააზიანა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 130-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება განხორციელდა, მათ შორის, უმეტესობა პოკროვსკისა და კურსკის მიმართულებით იყო.
"დიფ სთეითის" რუკაზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქში 3 დასახლების ოკუპირება შეძლეს და რამდენიმე მიმართულებით დაწინაურდნენ.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინას ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისთვის, 27 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი გამოუყო.