ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
„ყირიმზე უკრაინის დარტყმის შემთხვევაში მოლაპარაკება არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. კიევის მმართველობის ქვეშ დარჩენილი მთელი უკრაინა დაიწვება.
რუსეთი საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად არის გამოიყენოს ყველა სახის იარაღი ჩვენი დოქტრინალური დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის ბირთვული შეკავების საფუძვლების შესაბამისად. გარწმუნებთ, პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და დამაჯერებელი“, - განაცხადა მედვედევმა.
ცნობისთვის, გაზაფხულზე უკრაინა რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და კონტრშეტევაზე გადასასვლელად ემზადება, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება იქნება.