პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს.
„დღეს კიევში უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართა. საკმაოდ კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, თუ როგორ დაუახლოვდება უკრაინა ევროკავშირს. რაზე შევთანხმდით დღეს? არსებობს შეთანხმება, რომ წელს შესაძლებელია დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, პარტნიორები ასევე თანხმდებიან, რომ წელს, ისევე როგორც ადრე, აუცილებელია გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციებით ზეწოლა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას გაწეული დახმარებისთვის.