შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
პირველ მარტს ხარკოვში დაბომბვისას ეუთოს თანამშრომელი, მაინა ფენინა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთოს სპიკერი ავრცელებს.
„ჩვენი ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა მარინას ოჯახს. მერინა იყო SMM გუნდის ღირებული წევრი. ჩვენი კოლეგები უკრაინაში რჩებიან მჭიდრო კავშირში მის ოჯახთან“. - განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ზბიგნევ რაუმ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა.
ორგანიზაცია გმობს რუსეთის მიერ ურბანული ცენტრების დამბობვას, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.
“ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ურბანული ცენტრების გახშირებულ დაბომბვას, რომელიც იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს და დაზიანებებს და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში“. - აღნიშნულია განცხადებაში.