ხარკოვის ზოოპარკიდან ცხოველების ევაკუაციის დროს, ოკუპანტებმა 15 წლის მოხალისე მოკლეს

ოკუპანტებმა

უკრაინის ქალაქ ხარკოვის ზოოპარკიდან, აფრიკული კამეჩების ევაკუაციის დროს, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ზოოპარკის თანამშრომლებსა და მოხალისეებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.

შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მოხალისე, 15 წლის ბიჭი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის მფლობელმა, ოლეკსანდრ ფელდმანმა გაავრცელა.

„გარდა ამისა, ოკუპანტების მიერ სროლის შედეგად, მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ორმა ადამიანმა. ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. დაღუპული 15 წლის ბიჭი ცხოველების ევაკუაციასა და გამოკვებაში მშობლებს ეხმარებოდა. ეს გმირი ბიჭუნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება“, - ამბობს ფელდმანი.