პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ომის დაწყების შემდეგ ნიკოლაევის ზოოპარკში პირველად ლეოპარდი დაიბადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც ნიკოლაევის ზოოპარკის დირექტორმა, ვლადიმერ ტოფჩიმ განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ახალშობილია დაბადებული.
„ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გვყავს ნანახი, მაგრამ, ალბათ, დაბადებული ორია. დედა პატარასთან ერთად არის. ეს არ არის ამ წყვილის პირველი ბელი”- განმარტა მან.
დირექტორმა ასევე თქვა, რომ ზოოპარკში ამ დროისთვის ცხოველებისთვის საკმარისი საკვები არის. ქალაქის მოსახლეობა მათ საკვების მოძიებაშიც ეხმარება.
პატარა ლეოპარდი იყო პირველი ცხოველი, რომელიც ზოოპარკში ომის დაწყების შემდეგ დაიბადა.