შეიძლება თუ არა საფლავზე გადაგორებული კვერცხი სახლში წავიღოთ? - ეზოთერიკოსის განმარტება
1745065956
ხარკოვის ზოოპარკის 2 თანამშრომელი, რომლებიც მარტში ქალაქის დაბომბვის დროს ადგილზე დარჩნენ, რათა ცხოველები გამოეკვებათ, გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ CNN-ი ხარკოვის ზოოპარკზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, ორშაბათს მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოოპარკის თანამშრომლები რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს.
ოფიციალურ განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ როდის დაიღუპნენ თანამშრომლები, თუმცა, ისინი მარტის დასაწყისში დაიკარგნენ.
დაბომბვის დროს ზოოპარკიდან რამდენიმე ცხოველის ევაკუაცია მოხდა - ლომები, იაგუარები, ვერცხლისფერი მელიები და აფთრები. დარჩენილი ცხოველების გამოსაკვებად კი 2 თანამშრომელი დარჩა.