1740372372
ხარკოვის ოლქის სოფელ სლობოჟანსკოეშის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის ოლქის სოფელ სლობოჟანსკოეში საცხოვრებელი სახლის მისამართით რუსული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ სლობოჟანსკეში მოხდა.
SES-მა დაამატა, რომ დაშავებული ხუთი წლის გოგონა საავადმყოფოში სამკურნალოდ სასწრაფოდ გადაიყვანეს.
ნანგრევებიდან ცხედრების ამოსაყვანად მაშველები მუშაობას სავარაუდოდ დღეს განაგრძობენ.
გარდა ამისა, ხარკოვის შუაგულში დაბომბვის შედეგად სავაჭრო ცენტრიც დაიწვა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.