როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, რა ელის პუტინს და როგორი იქნება ომის შედეგები - რუსი და უკრაინელი ასტროლოგების პროგნოზი

putin Zelenski

როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, უნდა ველოდოთ თუ არა პუტინის დასჯას? ამ მთავარ კითხვებს სლავი ასტროლოგები YNIAN-თან საუბრისას ჰპასუხობენ.  

რას ჰპირდება ვარსკვლავები რუსეთს, უკრაინასა და მსოფლიოს, ნახეთ ამ სტატიაში: 

„ზოგიერთი ასტროლოგი მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების თვეს ასახელებს, ზოგი - კონკრეტულ თარიღებსაც კი, ზოგიერთები უფრო შორს მიდიან - უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომის შედეგებსაც ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსი ასტროლოგებიც კი, უკრაინაზე თავდასხმის გამო საკუთარ სამშობლოს დიდ პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ. 

როდის დასრულდება ომი რუსეთსა და უკრაინას შორის? - უკრაინელი ასტროლოგების პროგნოზებით, ეს 2022 წელს მოხდება. 

ცნობილი ასტროლოგი და ექსტრასენსი მაქს გორდეევი მხოლოდ საბედისწერო რიცხვს ასახელებს, ესაა 8. ჩვენ არ ვსაუბრობთ თარიღზე ან თვეების რაოდენობაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები - არამედ აღდგენის დროზე. უფრო მეტიც, გორდეევი წერს, რომ ბირთვული ომი არ იქნება.

კიდევ ერთი ცნობილი უკრაინელი ასტროლოგი, ვლად როსი 10 მარტს მოვლენების გარდამტეხ წერტილს უწოდებს. მისი თქმით, ამ თარიღის შემდეგ, უკრაინელებს შეუძლიათ ამოისუნთქო - ყველაზე უარესი უკან დარჩება. ამასთან, ის მარტსა და აპრილს პუტინისთვის სასიკვდილო საფრთხის თვეებს უწოდებს. 

ასტროლოგი ნადეჟდა ბოროვაია მნიშვნელოვან ცვლილებებს 21 მარტის შემდეგ პროგნოზირებს.

„დიდი ალბათობით, ოკუპანტები შეწყვეტენ აქტივობას ყველა მიმართულებით. ამავდროულად, "რთული თვეები" ზაფხულამდე მაინც გაგრძელდება“. - ამბობს ის. 

როდის დასრულდება ომი რუსეთსა და უკრაინას შორის? - რუსი ასტროლოგების პროგნოზები

რუსი ასტროლოგების თქმით, უკრაინის ომის ყველაზე სისხლიანი ნაწილი 10 მარტისთვის დასრულდება.

ნუმეროლოგები ასახელებენ ორ თვეს, როდესაც ყველაზე მაღალია სამხედრო კონფლიქტის დასრულების ალბათობა - ესაა მარტი ან მაისი. რიცხვი 3 (მარტი მესამე თვეა) ნუმეროლოგიაში კომუნიკაციას ასახავს (ანუ მხარეები კონსტრუქციულ შეთანხმებას შეძლებენ), ხოლო 5 არის ემოციურობა და საფრთხილო (ანუ ლიდერების შინაგანი მდგომარეობა). ხელს შეუწყობს საომარი მოქმედებების დასრულებას.

ასტროლოგი ტატიანა ლუკაშევიჩი საომარი მოქმედებების უეცარ ესკალაციას 18 მარტის შემდეგ პროგნოზირებს. ის მასშტაბურ აფეთქებებს, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის პრობლემებს აანონსებს, მაგრამ უკვე დაახლოებით 20 მარტს, რეგულარული მოლაპარაკებების მსვლელობისას „სოლიდური უცხოელი პარტნიორები“ დაეხმარებიან მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.

მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციისთვის სიტუაცია გართულდება. ლუკაშევიჩი როგორც პერსონალის (მაღალი ჩინოვნიკები სამუშაოს დაკარგავენ), ისე - ტერიტორიულ დანაკარგებს (ალბათ, რუსეთს მოუწევს სამხედრო ძალების გამოყენება საკუთარი საზღვრების დასაცავად) აანონსებს.

ყველაზე პესიმისტურ პროგნოზს ასტროლოგი იულია ოვჩინიკოვა აკეთებს. ის მიიჩნევს, რომ 2022 წლის სექტემბერში მხოლოდ ომის პიკი იქნება - შესაბამისად, ტრაგედია კიდევ უფრო გვიან დასრულდება. თუმცა აღიარებს, რომ ეს პროგნოზი შეიძლება განიმარტოს, როგორც ეკონომიკური კრიზისის თარიღის მითითება და არა საომარი მოქმედებები.

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები

ასტროლოგების პროგნოზით, რუსეთში კრიზისი, რომელიც გამოწვეულია პუტინის თავდაჯერებული და გაუაზრებელი ქმედებებით, მინიმუმ 2026 წლამდე გაგრძელდება.

ოვჩინიკოვას თქმით, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები მთელ მსოფლიოში მინიმუმ 2023-2024 წლამდე გაგრძელდება. სიტუაცია მხოლოდ 30-იან წლებში დასტაბილურდება.

 

ასევე ნახეთ - 3 დღეში ვაპირებდით ხარკოვის აღებას - რას ჰყვება რუსი ოკუპანტი