პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვი არტილერიით საშინლად დაბომბეს. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას... ბოროტება, შეიარაღებული რაკეტები, არტილერიითა და ბომბებით აუცილებლად უნდა შევაჩეროთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
"რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვი არტილერიით საშინლად დაბომბეს. ცალსახად, ეს არის სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ათობით ჩაწერილი ვიდეო ამტკიცებს, რომ ეს არ არის შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული შეტევაა. რუსებმა იცოდნენ, რა მიმართულებითაც ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის საერთაშორისო ტრიბუნალი აუცილებლად შედგება. ეს არის ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა.
მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას. აქ უკრაინაა, აქ ევროპაა. ეს 2022 წელია! ბოროტება, შეიარაღებული რაკეტები, არტილერიითა და ბომბებით აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. ეკონომიკურად გაანადგურო და აჩვენო, რომ ხალხს თავის დაცვა შეუძლია" - აცხადებს ზელენსკი.
ნახეთ ვიდეო - ძლიერი აფეთქება კიევთან