შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსული ჯარები ქალაქის დაბომბვას აგრძელებენ და ქვესადგურების აფეთქება დაიწყეს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ახლა არის დაბომბვა, უკვე დაზიანებულია 87-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი – ახლა ამ ნანგრევებს ვასუფთავებთ.
ჩვენი ელექტროენერგიის გადამცემი ქვესადგურები აფეთქდა. ხარკოვის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება, პრობლემებია წყალმომარაგებასთან დაკავშირებითაც.
ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რაც დღეს მოხდა და ხდება ხარკოვში - ეს არის გენოციდი.
ეს არ არის ოპერაცია, არამედ ომი - ხალხის განადგურების მიზნით. ეს არის დანაშაული მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ“. - ამბობს მერი.