1738916997
კელოგის თქმით, უკრაინა არ უნდა იქცეს მეორე ავღანეთად
უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ტელეარხ Fox News-თან განაცხადა, რომ უკრაინამ ავღანეთის ბედი არ უნდა გაიზიაროს.
მისი თქმით, უკრაინაში ომი სწრაფად და ყველასთვის მისაღები სცენარით უნდა დასრულდეს.
„მინდა დავიწყო 100 დღის ათვლა და გავიგო, ეს ცეცხლის შეწყვეტა იქნება, თუ მშვიდობის დამყარება. ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ავღანეთი, სადაც ყველაფერი ოთხი წელი გაიწელა. ის არ უნდა იქცეს დაუსრულებელ ისტორიად“, - თქვა კელოგმა.
როგორც ტრამპის სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება უნდა იყოს ხელსაყრელი ყველასთვის, მათ შორის ამერიკისთვის.