1738916997
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 45“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 45“ პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ალბომის პრეზენტაცია კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო დარბაზში, ცნობილი ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა.
ორენოვანი წიგნ-ალბომი კინომსახიობთა თეატრის 45-წლიან ისტორიას ასახავს. პროექტის იდეის და კონცეფციის ავტორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი.
კინომსახიობთა თეატრი 1975 წელს, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე დაარსდა. 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მიხეილ თუმანიშვილი. 1996 წელს, მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, კინომსახიობთა თეატრს ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის ხსოვნისა და უდიდესი ღვაწლის პატივსაცემად მისი სახელი მიენიჭა", - არნიშნულია ინფორმაციაში.