"კაცურად მოგთხოვ პასუხს" - რუსი როგოზინი ამერიკელ მასკს "სატელიტურ სკანდალს" არ პატიობს

rogozini

როგოზინი მასკს Starlink Ukraine-სთვის ემუქრება: "კაცურად მოგთხოვ პასუხს"  - ასე მიმართავს Roscosmos-ის ხელმძღვანელი, დიმიტრი როგოზინი SpaceX-ის დამფუძნებელს, ილონ მასკს. 

როგოზინის გაღიზიანება უკრაინისთვის სამხედრო კომუნიკაციების უზრუნველყოფამ გამოიწვია, რომელსაც Starlink-ით ახდენს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა ავრცელებს. 

”ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სტარლინკიდან ინტერნეტის მიღებისა და გადაცემისათვის განხორციელდა პენტაგონის მიერ.

ამრიგად, ილონ მასკი უკრაინაში, ფაშისტური ძალების სამხედრო კომუნიკაციებით მომარაგებაშია ჩართული.

ამისთვის მოგიწევთ პასუხის გაცემა ზრდასრულივით ილონ, როგორი სულელის როლიც არ უნდა ითამაშოთ. 

ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფიოდოროვმა ამერიკელ ბიზნესმენს ილონ მასკს მიმართა თხოვნით, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდებინა.

მასკმა საპასუხოდ აღჭურვილობა უკრაინაში გაგზავნა.

28 თებერვალს, Starlink-ის პირველი ტერმინალები, ფიოდოროვის თქმით, უკრაინაში ჩავიდა.