ციმბირში მასშტაბურ ხანძარს ციხიდან გაყვანილი პატიმრები ებრძვიან, რადგან ყველა სამხედრო პირი უკრაინის ფრონტზეა - უკრაინული მედია

cimbiri

ციმბირში ხანძარს ციხიდან გავყვანილი პატიმრები აქრობენ, ხოლო სამხედოები უკრაინაში იბრძვიან. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა ავრცელებს. 

„ციმბირის ერთ-ერთ რეგიონში, კრასნოიარსკის მხარეში, ხანძარს კრიმინალები აქრობენ, რადგან რუსეთის ფედერაციაში სხვა არავინ დარჩა. 

სოფელ ხრომადსკში ტყვეები და ადგილობრივი კოლონიის თანამშრომლები აიძულეს, ციმბირის ტყეში გაჩენილი ცეცხლი ჩაექროთ. ამბობენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში ხანძრის შედეგად უკვე 5 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.

ხანძარმა 500-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

რეგიონში ვითარება „მძიმე რჩება“ და ცეცხლთან ბრძოლას ხელს ძლიერი ქარი უშლის.

ციმბირში ხანძრები სეზონურია, ყოველწლიურად ცეცხლს სამხედროები სპეციალური ტექნიკით აქრობენ. ახლა, რუსებს ეუბნებიან, თითქოს ქარის გამო ტექნიკით ცეცხლის ჩაქრობა შეუძლებელია, თუმცა რეალურად უკრაინის ომში ყველა ძალაა გადასროლილი - წერს გამოცემა.