მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
სერნას პროექტის რუსული სადესანტო ხომალდი თავდასხმის შედეგად განადგურდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„უკრაინულმა Bayraktar TB2-მა გაანადგურა კიდევ ერთი გემი. ამჯერად, პროექტის სერნას სადესანტო გემი. მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული აღლუმი გველების კუნძულთან - ზღვის ფსკერზე გაიმართება“- წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის გვერდზე.
თავდაცვის სამინისტრომ გემზე დარტყმის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
ამ დრომდე არც რუსეთის და არც უკრაინის სარდლობას კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე, რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ უკრაინელ მესაზღვრეებს ზმეინზე, რომლებმაც დროებით დაიკავეს შავ ზღვაში მდებარე კუნძული. ზღვიდან რუსი დამპყრობლები ახლა უკრაინის სამხრეთს ბომბავდნენ.